Monday, July 4, 2016

დები იშხნელები - პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება - დები იშხნელები

2.პროექტის მთავარი იდეა: მომღერალი დების ცხოვრების და შემოქმედების გაცნობა.

3. პროექტის აქტუალობა: თითქმის მივიწყებული მომღერლების და მათ მიერ შესრულებული სიმღერების გაცნობამოსწავლეებისათვის,რათა გაიზარდოს ინტერესიქალაქური ფოლკლორის მიმართ. არ იქნეს მივიწყებული და და იცოდეს მომავალმა თაობამ ქართული მუსიკის ისტორია.

4. პროექტის მიზნები:ცოდნის გამოვლენის, ინფორმაციის მოიების, მუსიკის მოსმენა-ანალიზის, კითხვის დასმის, მსჯელობის უნარ-ჩვევებისჩამოყალიბება. საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა-გამოცდილების შეძენა.

5. მონაწილეთა ასაკი:13-14 წელი, მე-7 კლასი.

6. ვადები, ხანგრძლივობა:ორი თვე

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, მსჯელობას, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, ინფორმაციის მოძიებას, მუსიკის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემას.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: პრეზენტაცია, ბლოგი, აუდიო და ვიდეო მასალა, სხვა თვალსაჩინოებები.

9.პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები: დები იშხნელების ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა, ამ თემაზე დისკუსიის გამართვა, ფოტო მასალის მოძიება და გამოფენის მოწყობა, აუდიო და ვიდეო მასალის მოძიება და პრეზენტაციაზე გაშვება.

10. საგნებთან, (საგნობრივ ჯგუფთან) ე. ს. გ.-სთან კავშირი: ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და უნარებს მუსიკაში, ისტორიაში, ხელოვნებაში. განივითარებენ მუსიკის მოსმენის და ანალიზის, დიალოგის წარმართვის უნარ-ჩვევებს.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია აბესაძე

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: natuka.abesadze@gmail.com

13. პროექტის ვებ.გვერდი: nataliaabesadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment