|
თემა
|
ცოტა რამ ქართული ხალხური საკრავების შესახებ
|
||||||||||||||||||
|
გაკვეთილის მიზანი
VII.1 VII.2. VII.5 VII.6
|
მოსწავლემ ამოიცნოს საკრავები ფორმისა და ჟღერადობის მიხედვით. დაასაბუთოს
თავისი დამოკიდებულება იმ ინსტრუმენტის მიმართ, რომელიც გამოარჩია სხვა ინსტრუმენტებისაგან
|
||||||||||||||||||
|
საჭირო წინარე ცოდნა
|
სიმფონიურ ორკესტრში შემავალი ნასწავლი ინსტრუმენტების ხმის ტემბრი,
ანუ ჟღერადობა. მუსიკის მოსმენის დროს გაარჩიოს მუსიკალური ელემენტი და დაახასიატოს,
ხმამაღალია თუ ხმადაბალი, ხმოვანი, ჩქარი, ნელი, ორწილადი, სამწილადი და ა. შ.
|
||||||||||||||||||
|
რესურსი
|
კომპიუტერი, პროექტორი ეკრანით, დაფა, მარკერი, თაბახის ფურცელი
|
||||||||||||||||||
|
გაკვეთილის მიმდევრობა
|
I ფაზა
მასწავლებელი კომპიუტერში რთავს წინასწარ მომზადებულ მელოდიას, სიმფონიური
ორკესტრის შესრულებით და გონებრივი იერიშის მეთოდით ახდენს ამ მელოდიაში არსებული
საკრავების აღწერას ჟღერადობის გათვალისწინებით. ჩამოთვლილი საკრავების შემდეგ კვლავ
ხდება აღნიშნული მელოდიის თავიდან გაშვება და მოსწავლეები აფიქსირებენ მომენტს, სადაც
ჟღერდა ესა ტუ ის ინსტრუმენტი. ისინი გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას და აღწერენ
ნაწარმოების ხასიათს.
II ფაზა
შემდეგ ვაჩვენებთ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტების ფოტოებს სლაიდ-შოუს
სახით და უკვე ნაცნობ ინსტრუმენტებს ასახელებენ. მოსწავლეები ვარაუდის დონეზე გამოტქვამენ
თავიანთ აზრს, რომელი შეიძლება იყოს აღნიშნული საკრავებიდან ქართული ხალხური საკრავი.
IIIფაზა
შემდეგ ვაჩვენებთ ხალხურ საკრავებს და ვისმენთ ცალ- ცალკე ტიტოეული საკრავის
ჟღერადობას. ამის შემდეგ ფოტოების გარეშე ვისმენთ მელოდიას და მოსწავლეები თვითონ
ასახელებენ ამ საკრავებს. ბოლოს მოსწავლეებს ვავსებინებთ შემდეგი ტიპის ბარათებს
|
||||||||||||||||||
|
საშინაო დავალება
|
ვავალებ მოსწავლეებს დაამზადონ სხვადასხვა ხალხური საკრავები
|
||||||||||||||||||
|
შეფასება
|
განმავითარებელი, ზეპირი კომენტარით
|
Monday, July 4, 2016
ცოტა რამ ქართული ხალხური საკრავების შესახებ - გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment